კურიერის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პოსტს შეინარჩუნებს, დანარჩენი რესპუბლიკელი მინისტრების საკითხი კი
რამდენიმე საათში უნდა გაირკვეს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს მინისტრი აგულაშვილი. რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრებიც თავს არიდებენ ამ კითხვას.
აღსანიშნავია, რომ გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის დახურულ შეხვედრას არ დასწრებია.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით კი თუ რესპუბლიკელები ჩაერთვნენ პარტიის სახელით წინასაარჩევნო ბრძოლაში,ისინი წავლენ.
„არ ვიცი მაგათი შეხვედრის თაობაზე, მხოლოდ მედიის საშუალებით შევიტყვე. თუ ჩაერთვნენ პარტიის სახელით წინასაარჩევნო ბრძოლაში, გასაგებია, რომ წავლენ. თუ არ ჩაერთვნენ და დარჩნენ ხელმძღვანელებად, მაშინ პრემიერმინისტრი გადაწყვეტს,“- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






