„რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებისთვის ემზადება. პარტიის წევრები კვირის ბოლომდე სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავენ. დღეს პარტიის გაფართოებული სამდივნო შეიკრიბა. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები, რესპუბლიკელი მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, დაგეგმილ არჩევნებზე მისი პოლიტიკური გეგმბი „რესპუბლიკურ პარტიას“ უკავშირდება. დავით უსუფაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარეობს კონსულტაციები მაჟორიტარული ოლქების გაყოფასთან დაკავშირებით:
„სხვა რამეც ხომ არ გაგიგიათ რამე? ოჯახური საქმიანობის შეწყვეტასაც ხომ არ აპირებსო? ისეთ კითხვებს მისვამთ, უხერხულიც კი არის პასუხის გაცემა. „რესპუბლიკური პარტიის“ მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას მანამ, სანამ ჩვენი პოლიტიკური დღისწესრიგი, ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. აგერ ვდგავარ, „რესპუბლიკური პარტიის“, ფრაქციის, სამდივნოს ერთობლივ შეხვედრაზე გახლდით, გესაუბრებით „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო გეგმებზე, ამაზე მეტი მტკიცებულება იმისა, რას ფიქრობს უსუფაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალზე რა შეიძლება იყოს?
არანაირი კონსულტაციები მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშრებით ამ წუთის მდომარეობით „რესპუბლიკურ პარტიასა“ და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის არ მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






