ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დასრულდა
პოლიტიკა - 17:11, 11 Jul, 2016     1102

ქართულ-ამერიკული სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ უცხოელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება მსგავსი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

„ეს პროგრამა ერთ-ერთია იმ ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას შორის, რომელსაც ქართულ-ამერიკული მხარე ერთობლივად ახორციელებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროგრამები სასარგებლოა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, სასარგებლოა ასევე ამერიკელებისთვის. წინ ძალიან ბევრი წელი გვაქვს, როდესაც კიდევ უფრო მეტი აქტიურობით, ინტენსიურობით მოხდება ცოდნის, გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ურთიერთგაზიარება იმისათვის, რომ ჩვენების მზადყოფნის დონე თავსებადი იყოს იმ მოთხოვნებთან, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უყენებს ასეთი ტიპის ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებს მოიცავდა. სწავლების პროცესში სამხედრო მოსამსახურეები ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, საცეცხლე მომზადებისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების მეთოდებს დაეუფლნენ; გაიუმჯობესეს ტაქტიკური დაგეგმვის უნარ-ჩვევები.

დახურვის ცერემონიალზე კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და საქართველოში ამერიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42