საქართელოს ავიაციას ევროკავშირის ბაზარზე შავ სიაში მყოფი ავიაკომპანია დაემატა-HUB Georgia-ს საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 16:57, 11 Jul, 2016     1327
2016 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს უწყების შ.პ.ს. „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს“ დირექტორმა, ქეთი ალექსიძემ, ხელშეკრულება ყაზახურ ავიაკომპანია „ SKY BUS”-თან გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, ყაზახურ ავიაკომპანია „SKY BUS”-ს გადაეცა უფლება შეესრულებინა ქვეყნის შიდა რეისები, თბილისი-ბათუმი, რითაც ეროვნული ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესები დაზარალდა. აღნიშნული ავიარეისების განხორციელების სურვილი ეროვნულ ავიაკომპანიებს გააჩნდათ, თუმცა სახელმწიფომ მათი ინტერესები და შეთავაზებები არ გაითვალისწინა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავიაციის შესახებ „ჩიკაგოს“ კონვენციის მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“. „ჩიკაგოს“ კონვენცია სამოქალაქო ავიაციის შესახებ მიღებულია 1944 წელს, საქართველო კი მას მიუერთდა 1993 წელს, კონვენციის თანახმად მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“ ნებისმიერ სახელმწიფოს აძლევს უფლებას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოურ ავიაკომპანიაზე არ გასცეს ნებართვა, შეასრულოს ქვეყნის შიდა რეისები, რაც საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

საგანგაშოა, რომ აღნიშნული ყაზახური ავიაკომპანია „SKY BUS” და ქვეყანა ყაზახეთი იმყოფება ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს “EASA”-ს შავ სიაში - უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენის უფლება არ აქვთ.

ორგანიზაცია “HUB Georgia” ეროვნული ინტერესებიდან და მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. ჩვენ ვითხოვდით კითხვებზე პასუხებს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი უწყება საქართველოში მგზავრთა უსაფრთხოებაზე, რადგან აღნიშნული ავიაკომპანია ტექნიკურ შემოწმებას მხოლოდ ყაზახეთში გადის, საქართველოს

სამოქალაქო ავიაცია კი მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმებას ახდენს. გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანაში მგზავრების უსაფრთხოებას ვანდობთ ყაზახეთის სახელმწიფოს, რომელიც არის ევროპის შავ სიაში, როდესაც საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია.

ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აღნიშნული ავიაკომპანიის ფრენების შესრულების დროს მგზავრთა უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებები დადასტურდა, დღეს 07:30 საათზე ავიაკომპანია „SKY BUS”-ს უნდა შეესრულებინა რეისი ბათუმი-თბილისი, ფრენა გადაიდო თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ბათუმის აეროპორტში და ამბობენ, რომ ფრენა გადაიდო 22:00 საათისთვის.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42