საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია არასამთავრობოების მიერ პარლამენტის საქმიანობის შეფასებას ეხმაურება. ბესელიას განცხადებით, გაცდენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საკომიმტეტო მოსმენები ძირითადად ტარდება თბილისში, სადაც პარლამენტის ყოფნა არის არალეგიტიმური.
"განსაკუთრებით პრობლემებს ქმნის ორ ადგილას მომუშავე პარლამენტი იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი, როდესაც ყოველ მეორე კვირას პარლამენტი გადაადგილდება ერთი ქალაქიდან მეორეში, ეს ბევრ პრობლემას ქმნის. თუმცა ის, რომ უმცირესობა ძალიან ხშირად არა საპატიოდ აცდენს სხდომებს, ეს ჩვენ კომიტეტზეც ხშირად ხდება, როდესაც საერთოდ არ ესწრებიან თბილისში გამართულ საკომიტეტო მოსმენებს და მხოლოდ მაშინ მოდიოდნენ, როდესაც მათთვის საინტერესო საკითხები განიხილებოდა“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






