თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა
პოლიტიკა - 13:38, 11 Jul, 2016     1383
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა.

ქუთაისის ცენტრალური არქივი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შენდება. ქალაქ ქუთაისს ცენტრალური არქივის შენობა 2017 წლის გაზაფხულზე ექნება.
მისი საერთო ფართი 4030 კვ. მეტრია, დოკუმენტების საცავებს 2805 კვ. მ დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება. არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

არქივი ამჟამად ქუთაისში, სადგურის მოედანზე, #3ა-ში მდებარე შენობაშია განთავსებული. შენობა დოკუმენტების საცავებისთვის არ აგებულა, ამიტომ მასში საარქივო დოკუმენტების დაცვისათვის არ არის სათანადო პირობები. საცავებში ადგილის სიმცირის გამო დოკუმენტების დაცვის პირობების გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42