"ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დავალიანება სულ უფრო სწარფი ტემპით იმატებს"- ზურაბ ჭიაბერაშვილი,
პოლიტიკა - 13:32, 11 Jul, 2016     1217
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანისა და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დავალიანება სულ უფრო სწარფი ტემპით იმატებს.

„2015 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაახლოებით 65 მლნ ლარის დავალიანება გადმოჰყვა, რომლის ნაწილი დღემდე არაა გადახდილი. პირიქით, სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დავალიანება სულ უფრო სწარფი ტემპით იმატებს.

ისევე, როგორც 2014 და 2015 წლებში, წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დეფიციტურია და წლის ბოლომდე მას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც კი საავადმყოფოების მიმართ სრულად დაიფარება.

პროგრამის დეფიციტის ზომა და ბოლო თვეების განმავლობაში დავით სერგეენკოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ წააგებს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ან, თუ ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება, გეგმა უნდა ჰქონდეს საიმისოდ, როგორ არ გადაუხადოს დავალიანება საავადმყოფოებს.

დავით სერგეენკოს წელს გაცემული 01-9/5 ბრძანება სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე ამ მიდგომის ნათელი მაგალითია. საავადმყოფოების დირექტორები შიშობენ, რომ ეს კეთდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი საავადმყოფოს გამოსარიცხად და მხოლოდ იმ საავადმყოფოების დასატოვებლად, რომლებსაც ფასებზე სამინისტრო წინსაწარ შეუთანხმდება.

ამ ბრძანებით სამედიცინო დაწესებულებებს უჩნდებათ ბარიერები იმ სამედიცინო მომსახურებების მიწოდებისთვის, რომლებსაც ისინი ქვეყანაში მოქმედი სანებართვო თუ სალიცენზიო მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებენ. საავადმყოფოთა მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში, შეეზღუდებათ მთელი რიგი მომსახურების მიწოდების უფლება. პაციენტის ტრანსპორტირება დიდი ქალაქებში კი დამატებითი ხარჯია პაციენტის ოჯახისთვის.

წლების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო გვპირდება, რომ მნიშნელოვან ნაბიჯებს გადადგამს მკურნალობის, ასევე, სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და შეამცირებს ფასებს წამლებსა და მკურნალობაზე. სანაცვლოდ, კი სამინისტრო ღებულობს ახალ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უშლის ჯანდაცვის სფეროს განვითარებას.

ეს მიდგომა ბევრ მაღალი დონის საავადმყოფოს უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს, რაც, თავის მხრივ, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიდგომა კი ისაა, რომ ჯანდაცვის სისტემაში იყოს კვალიფიციური, კარგად ანაზღაურებადი საავადმყოფოები, ამბულატორიები, დიაგნოსტიკური ცენტრები, რომლებიც არამხოლოდ მთავრობისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ თანხების ანაზღაურებაზე იქნებიან დამოკიდებულნი, არამედ თავისუფალი კონკურენციის პირობებში საშუალება ექნებათ, პაციენტების ხარისხიან მკურნალობაზე იზრუნონ.“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42