როგორც მარიონეტული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 1,23 პროცენტი შეადგინა. ე.წ. რეფერენდუმი კი იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მასში მონაწილეობას რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მიიღებდა .
როგორც სააგენტო "ტასსი" იტყობინება, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას 750 ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი - 761 გამოვიდა.
რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივით დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა ე.წ. შსს-ის შენობის შტურმით აღება სცადეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა იმ დრომდე, ვიდრე პროკურატურა ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების საქმის გამოძიებას არ დაასრულებს.
ოპოზიცია ძიაშპას გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვა. ამავდროულად , აქციის მონაწილები დაგეგმილ რეფრენდუმში მათო უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






