„უცებ ვხვდები, რომ რაღაც ისე არაა, რაღაც ძალიან მაკლია“ - წერს ყველასთვის ცნობილი შოუმენი ნიკა ქავთარაძე და თავის განცდებსა და მონატრებაზე სოციალურ ქსელში გულახდილად საუბრობს.
ნიკა ქავთარაძე: „ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ. დეტალებზე არ დავწერ ახლა. უბრალოდ ამ ყველაფერს ჩემი მუდმივად ზესტაფონში ყოფნა სჭირდება.
ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, როგორი აზარტული ვარ, რამდენად მიყვარს საქმეში ჩართვა.
ახლაც ასე ვარ, მთელი გონებით ვერთვები საქმეში, მაგრამ უცებ ვხვდები, რომ რაღაც ისე არაა, რაღაც ძალიან მაკლია. მერე ვხვდები, რომ ეს გოგო მაკლია. რომლის გარეშეც ყველაზე რთულია დღეების გატარება.
ბევრი მიფიქრია, ღირს საყვარელი ადამიანის გარეშე დღეების გატარება რამე საქმისთვის?!
თვითონ მეუბნება, რომ რთულია, მაგრამ ძალიან უნდა ამ გამარჯვებაში მონაწილეობის მიღება.
მეუბნება, რომ ძალიან ვუყვარვარ
მეუბნება, რომ ვენატრები
დღეს ვნახავ“.
მასალის გამოყენების პირობები






