"ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს საჩუქრად გადმოსცა ეს უნიკალური კომპლექსი, რომელიც შავიზღვისპირეთში არის ყველაზე მსხვილი საკონცერტო დარბაზი. აქ დიდი ინვესტიცია განხორციელდა, 200 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული. აღჭურვილია სრულიად თანამედროვე ტექნიკით, არის 10 000 მაყურებელზე გათვლილი. მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურაც არის ლამაზად მოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს" და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის საჩუქარი სახელმწიფოსთვის და ამ რეგიონისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან იგი იქნება ცენტრი საერთაშორისო მსხვილი კონცერტების, წარმოდგენების, სპორტული სანახაობების," - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის სიახლოვეს ასევე შენდება შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






