,,საქართელო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება“ - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 15:58, 10 Jul, 2016     1566
"NATO -ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე",- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა NATO -ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და 8-9 ივლისს ვარშავაში, საქართველოს დელეგაციის მუშაობა შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამიტის მომზადებაში მონაწილეობდა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო იმისათვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს ინტეგრაციის პროცესი.

“სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს კიდევ ერთხელ სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა.

უმნიშვნელოვანესია ის, რომ NATO შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიას იწყებს და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი საქართველო იქნება,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და NATO ჩამოყალიბდნენ ასევე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე NATO - საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან.

“საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასა და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით.

მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი იქნება", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, NATO პირველ რიგში ღირებულებითი კავშირია. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან NATO-ში გაერთიანებას, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ, იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები.

"ამ თვალსაზრისით, არჩევნები ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით. NATO-ში დარწმუნებულიები არიან, რომ შემდეგი არჩევნები, კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით.

ეს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცების ირგვლივ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც საქართველომ გადადგა რეალური ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ნათლად გამოჩნდა, რომ შავი ზღვის სტატუსი, ევროპული თანამშრომლობის ზღვის სტატუსი უნდა გახდეს და საქართველო ამას ყველა მაღალ ფორმატში და ფორუმზე აფიქსირებს.

“თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად 2014 წლის შემდეგ შავ ზღვაში უსაფრთხოების ფორმატი შესუსტებულია და სტაბილურობა გაუარესებულია.

დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორები და ალიანსი ძალიან სერიოზულად იაზრებენ შავი ზღვის მნიშვნელობას გლობალურად - ევროპული და აზიური სტაბილურობისათვის.

განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში, ბუნებრივია, ენიჭება საქართველოს. ქვეყანას, რომელიც, თავისი პორტებიდან არაერთ, ალბათ, ათეულ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელს აძლევს. შესაბამისად, იმ დისკუსიაში, რომელიც დაიწყება NATO-ში შავი ზღვის სტაბილურობის თემაზე სტრატეგიულ დაგეგმვაში, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, როგორც ამ დისკუსიის მონაწილე სუბიექტს. აქედან გამომდინარე, განისაზღვრება ის კონკრეტული ფუნქციები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაღრმავების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტიდან ბრუნდება.

„მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია. ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება.

ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღრმავებთ და ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან.

ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42