,,აქციებს, რომელსაც გვიწყობდნენ და განსაკუთრებით რუსუდანს, ეს იყო დაგეგმილი პიარი - აი, რა ხდება ქვეყანაში ცუდი. ჩვენ როგორც თაღლითები ისე გამოვყავდით. ამ ანტიპიარის მოწყობაშ მონაწილეობას იღებდა მრავალი არასამთავრობო. რუსუდანს საქმე აღუძრა, როგორც ყოფილ ვიცე-სპიკერს მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა“ - აცხადებეს მაია რჩეულიშვილი და არჩილ კბილაშვილთან მათი ურთიერთობის დეტალებს ჰყვება.
,,არჩილ კბილაშვილი იყო ჩვენი პარტნიორი. მოგვცა მიწის ნაკვეთი და უნდა აგვეშენებინა შენობა, რომლის აშენებაც დაკვიჯდა დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით 700 ათასი დოლარი. შენობის მიწა იყო ხარვეზიანი. შენობა გადავხურეთ, თუმცა შემდეგ საერმონტო სამუშაოების თანხა ბაბკიდან ვერ ავიღეთ, რადგან არჩილ კბილაშვილის გადამოცემული მიწა იყო ხარვეზიანი. მას ალბათ ჰქონდა სურვილი, რომ ამ ხმაურის ქვეშ ესეს ხელში ჩაეგდო. წარმუოდგენელია, მხარემ, რომელიც შენი აპრტნიორია გამოიყენოს ბოროტად თანამდებობა და აღგიძრას საქმე. რუსუდანის დაჭერაზე შეეძლო ხელი მოეწერა იუსტიციის მინისტრს. არაერთხელ ვიყავით მათთან მოლაპატაკებაზე. ჩვენ განვუცხადეთ, რომ ამ ხარვეზიან მიწაზე ვერც ინვესტორი მოდის და არც ბანკი იძლევა სესხს, საიდან უნდა მოგვეტანა თავისუფალი ფული შენობის დასასრულებლად. არსებობს ვარაუდი რომ ამ შენობის ხელში ჩაგდება უნდოდა. ეს არის 3500 კვადრატულზე მეტი ფართობი. დგას ქორთიარდ მრიოტის ეზოში და ესაზღვრება ივანიშვილის თუ დათო იაკობაშვილის ნაყიდ უნივერმაღ ,,თბილისს“. ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რომ ეს ყველაფერი იყო ხარვეზიანი.
როდესაც ჩემზე და რუსოზე ამბობენ, რომ ვართ თაღლითები. ჩვენ ავაშაენთ დაახლოებით მილიონი კვადრატული მეტრი და დაახლოებით გაყიდვითი ფასი გვქონდა 250 დოლარი და ხალხს ვუკეთებდით განვადებას და ხელს ვუწყობდით, რომ თავისუფლად ეყიდათ ბინები. ყველა ადამიანი, რომელიც დარჩენილია უბინაოდ. ეს არის დაახლოებით 200 კაცი, რომელსაც ჩემს წინასშე აქვს დავალიანება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი, ანუ არიან ურჩი გადამხდელები. მაგალლითად გაკეთებული სავაჭრო ცენტრი, გაკეთებულია, 600 მაღაზიაში უნდა შემოეტანათ კომუნიკაციების ფული 2500 ლარი და ეს არის მარტო მილიონ 250 ათასი ლარი. ანუ ყველა ამ ადამიანს აქვს ჩემთან დავალიანება, ყველა მოვალეა. ვინც ფული გადაიხადა ყველას სახლი აშენდა. მერიის გვერდით ვერ ვაშენებ, რადგან მერია არ მაძლევს ნებართვას, 7 სართულია აშენებული, მილონ 200 ათასია შემოსატანი და დამთავრებას სჭირდება დაახლოებით 600 ათასი, და მიწას ყადაღა ადევს. ჩემი ყველა ობიექტი არის თვითკმარი, მე არასოდეს ხალხისთვსი არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, მიპატიებია დაახლეობით 16 მილიონი, არასაოდეს არ მოვქცეულვარ, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ - აცხადებს მაია რჩეულიშვილი.
რჩეულიშვილი ამბობს, რომ მათ ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში, რაც მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მაია რჩეულიშვილი აღნიშნულ დაკავებას ,,ქართული ოცნების“ შავი პიარის შემადგენელ ნაწილს უწოდებს.
,,ქართულ ოცნებას“ თავის დაგეგმილი პიარის დროს სჭირდებოდა მტრის ხატის შექმნა - ეს იყო სააკაშვილი, სისხლიანი 9 წელიწადი, ეს იყო მაია და რუსუდანი თაღლითები და ეს არის ამ პიარის შემადგენელი ნაწილი. საუბარია ბათუმის მაგნოლიაზე, სადაც ხალხი 5 წელი ცხოვრობს, ერთი საჩივარი არ ყოფილა შესული და ადამიანებს იჭერენ ჩემს ქონებაზე, მე უნდა დამეწერა განცხადება - დაიჭირეთ ფული მომპარათქო. ეს არის შპს ,,ცენტრ-პოინტ აჭარა“. ჩემს ქონებაზე თუ მე არ დავწერდი განცხადებას, საიდან უნდა სცოდნოდა პროკურატურას სალომე ჩრკვიანმა, გუკა რჩეულიშვილმა, ირაკლი მინდელმა წაიღო თუ არა ფული...
ირაკლი მინდელი არის პარლამენტის ყოფილი წევრი. ეს სამი ადამიანი, მე ვახო და რუსუდანი ვაპირებდით ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მაჟორიტარად კენჭისყრას. ამის კონსულტაციები მიდიოდა, მე მახინჯაურში ვაპირებდი. ამ ხალხის გამო მე ვიზარალე 16 მილიონი. ამ ხალხმა არც იცის რა არის კერძო საკუთრება“ - აცხადებს ,,ნიუპოსტთან“ მაია რჩეულიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






