საქართველო ნატოს პოლიტიკის დამცველია, უფრო ძლიერი ნატო უფრო უსაფრთხო მსოფლიოს ნიშნავს- ხიდაშელი
პოლიტიკა - 19:00, 09 Jul, 2016     1130
ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ურთიერთთავსებადობის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ თავმჯდომარეობდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს სიტყვით გაიხსნა: „თქვენ ხართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი მოთამაშეები. ჩვენ ვაფასებთ თქვენს სამხედრო და ფინანსურ კონტრიბუციას, მათ შორის მონაწილეობას ნატოს ოპერაციებში. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ერთიანი ძალებით ვუმკლავდებით სხვადასხვა კრიზისებს და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენი პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ალიანსის ეფექტურობისა და საიმედოობისთვის. უსაფრთხოების ახალ გარემოში პარტნიორობა საჭიროებაა და არა ფუფუნება. ნატო მოწოდებულია გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას თავის პარტნიორებთან მიმართებაში“.

სამიტის ყველაზე ფართო წარმომადგენლობით შეხვედრაზე 53 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელმა სიტყვით მიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა, იმსჯელონ ალიანსთან უფრო მეტი თავსებადობის მიღწევაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს არსებული მრავალასპექტიანი და კომპლექსური საფრთხეებისა და გამოწვევების განეიტრალება.

„თანამედროვე უსაფრთხოების ლანდშაფტი დღეს განსაკუთრებულად მოითხოვს დაწვრილებით, ერთიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას. მსგავსი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ადეკვატური პასუხი გავცეთ ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ალიანსის სტაბილურობა და უსაფრთხოება მისი საზღვრებიდან იწყება, ამიტომ ნატომ შესაძლებლობების ზღვარზე უნდა ითანამშრომლოს პარტნიორებთან საერთო უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისთვის.

ჰიბრიდული ხასიათის თანამედროვე საფრთხეებს და გამოწვევებს გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური საზღვრებით ვერ შევაკავებთ. კოოპერატიული უსაფრთხოება, რომელიც ფოკუსირებული იქნება პარტნიორების გაძლიერებაზე და ახალი სახელმწიფოების ნატოს წევრობისთვის მომზადებაზე, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებისთვის საჭიროა იმ პარტნიორი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ამავე დროს შეუძლიათ, დროულად და რაციონალურად გაუმკლავდნენ ტრადიციულ თუ ახალ კრიზისებს.

მჯერა, რომ ნატო, რომელიც უძლიერეს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს წარმოადგენს მსოფლიოში, წარმატებულად მოახდენს არსებული შესაძლებლობების კონსოლიდაციას ახალი მიდგომებით და ხელს შეუწყობს პარტნიორების უფრო მეტ ჩართულობას.

საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და ალიანსის მომავალი წევრი, მიესალმება ნატოს ძალისხმევას განახორციელოს შესაძლებლობების განვითარება და ჰარმონიზაცია. აღნიშნული მიდგომით უფრო მეტი თანმიმდევრულობით გავუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს.

ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო ნატოს პოლიტიკის და ძალისხმევის აქტიური დამცველია. საქართველო ალიანსის გვერდით დგას, ხოლო ჩვენი სამხედროები ათი წელია ნატოს მოკავშირე ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო კარგად აცნობიერებს, რომ უსაფრთხოება საერთო სიკეთეა და უფრო ძლიერი ნატო უფრო უსაფრთხო მსოფლიოს ნიშნავს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42