NATO-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 18:58, 09 Jul, 2016     1492
" ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე."- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც 8-9 ივლისს ვარშავაში გამართული სამიტის მუშაობა შეაფასა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო სამიტის მომზადებაში. "ჩვენ მივიღეთ რეალური ინსტრუმენტები იმისათვის, რომ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს სჭირდება კიდევ ერთხელ დახმარება და მხარდაჭერა. უმნიშვნელოვანესი არის ის , რომ ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველო. საქართველო და ნატო ჩამოყალიბდნენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობასთან. ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასთნ დაკავშირებით და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებიის თვალსაზრისით. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც ასევე იქნება საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42