როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი MAP-ის, როგორც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილის მეშვეობით. ალიანსი კვლავ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებს, ისევე, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველო-ნატოს ურთიერთობამ 2008 წლიდან განიცადა. საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობის მომზადებისთვის. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რათა მან გააგრძელოს იმ შესაძლებლობების გამოყენება რომელიც მას ალიანსთან დაახლოებს, ესაა ნატო საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოს მონაწილეობა ჩვენ თავდაცვით ინიციატივებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.
ნატო მაღალ შეფასებას აძლებს იმ მნიშვნელოვან და უწყვეტ წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს ნატოს რეაგირების ძალებში და ავღანეთის მხარდამჭერ მისიაში. აღიარებს იმ მსხვეპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საერთო უსაფრთხოების დაცვაში.
ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეული იქნა ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისას, რომლის ინიცირებაც უელსის სამიტზე მოხდა. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო რესურსებით უზერუნველყოფას რათა ამ მნიშვნელოვანი პაკეტის განხორციელება გაგრძელდეს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს პოტენციალის გაძლიერება და ეხმარება საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოემზადოს. ჩვენ შევთანხმდით დამატებით პრაქტიკულ გზებზე ძალისხმევის გაძლიერებისთვის, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა კრიზისების მართვის შესაძლებლობებში, მომზადებაში და წვრთნაში, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს გაუმჯობესებაში. მოკაშირეები საქართველოს დაეხმარებიან საჰაერო თავდაცვის და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“- აღნიშნულია კომუნიკეში.
ალიანსის მიღებულ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის საუბარი:
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, მის საერთაშორისოდ აღიოარებულ საზღვრებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით და იგივეს მოვუწოდებთ რუსეთს. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და შეწყვიტოს სასაზღვრო ბარიერების მშნებლობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ნატო არ აღიარებს აფხაზეთსა და რუსეთს, ასევე სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ ე.წ ხელშეკრულებებს, რომლებიც არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინაააღმდეგებია საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს, ითტამაშონ კონსტრუქციული როლი და გააგრძელონ ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ მიღწეული იქნას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.“- აღნიშნულია კომუნიკეში.
მასალის გამოყენების პირობები






