თედო ჯაფარიძე ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობს
პოლიტიკა - 18:08, 09 Jul, 2016     864
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, როგორც სპიკერმა, მონაწილეობა მიიღო ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმის - „ნატო მშვიდობის დაცვისთვის“ ფარგლებში გამართულ პანელში, სახელწოდებით „მშვიდობის დაცვა მსოფლიო მასშტაბით თავისუფლების, სამართლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობით“, სადაც ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობასა და ალიანსში გაწევრიანების პესპექტივებზე ისაუბრეს.

დისკუსიის დროს, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. „ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რომელიც საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უმოკლეს პერიოდში გაჩნდა, დღეს უფრო მეტად რეალური ხდება, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისა და შავი ზღვის აუზში მისი გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა უპირველესად დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს,“ - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. გამომსვლელმა საქართველოს, როგორც რეგიონში მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოსა და ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყნის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სახეზეა სტაბილური ეკონომიკური ზრდა, ახალი უცხოური ინვესტიციები. „ნატოს წევრობით კი, უპირველესად, ბოლო მოეღება დაუსრულებელ საფრთხეებს და საფუძველი ჩაეყრება ახალ, მშვიდობიან თანამშრომლობას“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძე. დისკუსიის ფარგლებში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. „2012 წლიდან საქართველო დემოკრატიის გარდამავალი ეტაპიდან დომოკრატიული კონსოლიდაციის ეტაპისკენ ინაცვლებს. არჩევნები არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებაზე“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას, დასტურად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ პარტიების მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადება წარუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42