ანიტა რაჭველიშვილი: „დიდი ხელოვანი მაშინ ხარ როდესაც ადამიანობას არ კარგავ! და თუ ადამიანობა დაგავიწყდა და გგონია რომ საკუთარი თავის ყველაზე და ყველაფერზე ზემოთ დაყენება შეგიძლია,ესე იგი დიდი ხელვანიც არ ყოფილხარ!
ნულია იმ ადამიანის ფასი,ვინც სხვისი აზრის და შრომის პატივისცემა არ იცის! და ასეთი ადაიანის ადგილი, ისეთ ოჯახში რომელსაც თეატრი ჰქვია არ არის!!!“
კახი ლაზარიშვილი: „გუნდი საერთოდ უნდა გაუშვან თეატრიდან"- აი, სწორედ მაგ სიტყვების მთქმელი უნდა გაუშვან თეატრიდან და ასე აგებინოს გუნდმა პასუხი ასეთი უპასუხისმგებლო, უტაქტო და შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის.... დიახ, არავის აქვს უფლება ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი დაამციროს, დასცინოს ან დაემუქროს, როგორი ცნობილი ხელოვანიც არ უნდა იყოს ის... და თუ ის დიდი ხელოვანია, მეტი სიფრთხილე და პატივისცემა მოეთხოვება და თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ სულ კარგად ბრძანდებოდეს...საიდანაც ჩამობრძანდა ისევ იქ წაბრძანდეს...

თამარ ივერი: და ვისაც ეგ უთქვამს...სწორედ მისგან არ ელოდა არავინ
კახი ლაზარიშვილი: ელოდა, არ ელოდა, ეს არაა მთავარი. ხომ თქვა...?! ხოდა, ძალიან შეეშალა! ნუ დაავიწყდებათ, რომ საკუთარ შპს-ში არ არიან, ადამიანებს სამსახურიდან გაგდებით რომ ემუქრებიან...რომელ გუნდს ემუქრებიან გაშვებით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და თვალსაჩინოა ოპერის თეატრში და სპექტაკლების წარმატების ნახევარი რომ ეკუთვნის?! ცოტა ფრთხილად იყვნენ და ვინც არ უნდა იყოს ზედმეტის თქმის უფლებას ნუ მისცემს საკუთარ თავს. ახსოვდეთ რომ ბატონყომობა დიდ ხანია გადავარდა.
მასალის გამოყენების პირობები






