"ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში"-თინათინ ხიდაშელი
პოლიტიკა - 16:00, 09 Jul, 2016     1314

ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის თემაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერთო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ.

შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას.

ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა და ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„ნატომ მიიღო გადაწყვეტილება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატის გაგრძელებაზე. სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად აქტიურ მოქმედებებს, ერთი მხრივ, ავღანური არმიისა და ავღანეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო 2016 წლის დეკემბრამდე. დღეს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. გუშინდელ დღემდე საუბარი იყო მისიის 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გუშინ ნატოს წევრი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვალდებულება ასაღებია 2020 წლამდე. ბუნებრივია, თუ ყველაფერი კარგად იქნება ავღანეთში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისიის შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურად და ღიად დაადასტურა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში ამ მისიის დასრულებამდე“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ნატოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს საქართველოს პარლამენტის რატიფიკაცია.

გენერალური შტაბის უფროსმა კი განაცხადა, რომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო ჯერჯერობით აქამდე განსაზღვრული ამოცანებით და იმავე რაიონებში რჩება.

„ვრჩებით კოალიციის შემადგენლობაში, ვაგრძელებთ მისიას. რა თქმა უნდა, მოქნილად ვახორციელებთ ჩვენს ამოცანებს. შესაბამისად, დამოკიდებულები ვართ გეგმებზე, რომელსაც მისიის ხელმძღვანელობასთან ერთად ვამუშავებთ. ასე რომ, რაოდენობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია, რჩება იმ რაიონებში და იმ ამოცანებით, სადაც არის - ქაბულში, მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამში... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ამ ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, ერთად ვახორციელებთ დაგეგმვას. პირველადი მონაცემებით, ჩვენი მისია არ იცვლება“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ვარშავის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრო მონტენეგრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42