ნინო გოგინაშვილი: ძალიან დასანანია მაგრამ, ქალბატონ ანანიაშვილს არც კოლეგიალობა და არც ადამიანობა არ გააჩნია თურმე! იგი კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კულტურის სამინისტროსთან და კინწურაშვილთან გარიგებაში არის. სწორედ მან თქვა ეს ფრაზა რომ გუნდი გასაშვებია. ეს ის ნინო ანანიაშვილია რომელიც ბავშვებს სასახლეს ართმევდა, ეს ის ნინოა რომელმაც გუნდი სარდაფებში ამოგვამწყვდია და გუნდის საგრიმიოროები წაგვართვა, ეს ის ქალბატონია რომელიც ყოველთვის გუნდს შეურაცხყოფას აყენებს და არარაობად გვთვლის. რას იზავ როდესაც ასეტი მაღალი რანგის შემოქმედს ამდენი არ ესმის ანდა უფრო სწორად, რომ ვთქვათ, არ აწყობს. ჩვენ ყველანი ქრისტიანი ხალხი ვართ და მას მიუტევებთ.უფალი მაღალია და ყველამ მის წინაშე პასუხი აგოს. თუ ადამიანი მხოლოდ თვითკმაყოფაზე ფიქრობს და დიდი თეატრის გადარჩენაზე არა, მაშინ აქ უკვე კომენტარის გაკეთებას აზრი აღარა აქვს. ღმერთმა მოგიტევოთ ქალბატონო ნინო!
თამარ ივერი: ბრავო! ოპერის თეატრის გუნდს რომ ასე ხმამაღლა თქვა მისი სათქმელი გუშინდელ სამხატვრო საბჭოს დასამტკიცებელ კრებაზე.
მათ სამხატვრო საბჭოსაც და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსაც სრული უნდობლობა გამოუცხადეს და პროტესტის ნიშნად,სრული შემადგენლობით კრება დატოვეს!! ოპერის თეატრის გუნდმა კიდევ ერთხელ დაანახა თეატრის ხელმძღვანელს მის თეატრში მძვინვარე უძრაობა და ჩაახედვინა თვალებში მწარე რეალობისათვის!!
ძალიან სამარცხვინო და მოულოდნელი აღმოჩნდა დასის ზოგიერთი ყვარყვარე წევრების თუ ერთი ცნობადი ადამიანის რეპლიკები რომ "გუნდი საერთოდაც არ გვჭირდება","უმაგათოდაც შევქმნათ საბჭო"..და რომ "ეგენი საერთოდაც უნდა დაიხსნან ყველანი სამსახურებიდან"!!
მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში გუნდს და ორკესტრს ყველაზე წამყვანი პოზიციები უკავია და ისინი იქით ჰკარნახობენ თეატრის დირექციას მათ პირობებს.აბუნტებულ მომღერლებს მოხსნი და გააძევებ ხოლო ამ დიდი ორგანიზმების გარეშე თეატრი სრულიად პარალიზებულია.
როგორ შეიძლება კოლეგიალობაზე,ელემენტარულ ჰუმანურობაზე ჰქონდეს ადამიანს პრეტენზია როდესაც შენი კოლეგა გუნდის მომღერლების დამცირებით,მათი სრული იგნორირებით,თეატრიდან მათი უპირობოდ გაყრის მოთხოვნით და მათი თავებზე გადავლის ხარჯზე,ასე "სისხლიანად" შექმნა ხელოვნურად შეთითხნილი საბჭო,რომელსაც თეატრის ხელმძღვანელი...დანიშვნიდან მხოლოდ ახლა,ორი წლისთავზე ჰქმნის სასწრაფო რეჟიმში.
მაპატიეთ,ვერანაირად გავუგებ ასეთ ადამიანებს....მსოფლიოში დღემდე,"ცოტა სხვა"დონის და სხვა დემოკრატიული პრინციპების მქონე თეატრებში მიმუშავია!!
მასალის გამოყენების პირობები






