უსაფრთხოება განვითარების წინაპირობაა და პირიქით, უსაფრთხოების გარეშე განვითარება არ არსებობს - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 14:41, 09 Jul, 2016     1374
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO -ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის,, თემაზე სიტყვით გამოვიდა.

შეხვედრა NATO - ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერთო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში NATO- ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო დგას გამოწვევების წინაშე, უსაფრთხოება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და პირიქით, უსაფრთხოების გარეშე განვითარება არ არსებობს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთო ძალისხმევით მოხერხდა ტერორიზმის შეკავება.

ასევე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა, საქართველო იყო და რჩება ერთ- ერთ მთავარ კონტრიბუტორად და ქართველი ხალხის ურყევი ნებაა გახდეს NATO -ს წევრი.

თავის გამოსვლაში, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებაში და ეხმარება ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოპერაციის წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ატლანტიკური სივრცის ოჯახის წევრად მიიჩნევს თავს და მისი ამოცანა ნატოში გაწევრიანებაა.

შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს.

ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც არასაბრძოლო მისიის განხორციელებით გამოიხატება, რომლის მთავარი მიზანი ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადებაა.

ხაზი გაესვა, რომ ალიანსისა და მისი პარტნიორების სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად ელემენტს – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ იმპლემენტაციას, ავღანეთის ძალების ფინანსურ უზრუნველყოფას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის შემუშავებას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას.

ვარშავის სამიტზე NATO - მ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრო მონტენეგრო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42