ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება
პოლიტიკა - 14:38, 09 Jul, 2016     1473
ნატო-ს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება.

ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ "ავღანეთი მარტო არ დარჩება".

პრესკონფერენციამდე ნატო-ს წევრი ქვეყნები და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ნატო ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს. მტკიცე მხარდაჭერის მისია კი ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტზე მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებს ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის პოლიციის, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სპეცდანიშნულების ძალების გაწვრთნას, კონსულტაციების გაწევას და სხვა სახის დახმარებას.

თავის მხრივ, ავღანური მხარე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება, იმოქმედოს ეფექტური სამოქალაქო კონტროლის ფარგლებში, დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და გააგრძელოს რეფორმების გატარება.

ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, 2016 წლის შემდეგ ავღანეთში რა რაოდენობის კონტიგენტი დარჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42