მიხეილ ჯანელიძე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა შეხვედრას დაესწრო
პოლიტიკა - 14:39, 09 Jul, 2016     1315
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

"გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი" 2014 წელს უელსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფი მიზნად ისახავს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ალიანსმა გააერთიანა ხუთი ყველაზე თავსებადი ქვეყანა საქართველო, ავსტრალია, ფინეთი, შვედეთი, იორდანია.

"გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" შეხვედრას წელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც შეუერთდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმთან ბრძოლას, საზღვაო უსაფრთხოებასა და არასტაბილური მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის კრიზისს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მიესალმა მოკავშირეების ძალისხმევას, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, გაზარდონ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვითი და უსაფრთხოების შესაძლებლობები.

"გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" შეხვედრა ვარშავის ოპერის თეატრში, სამუშაო ვახშმის ფორმატში წარიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42