როგორ აფასებს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას
პოლიტიკა - 10:35, 09 Jul, 2016     1227
ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის გარდა საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართული დელეგაციაში თავდაცვის სამინისტროდან მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია იყო წარმოდგენილი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში პირველად ჩატარდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ის დეკლარაციაც, რომელიც ვარშავის სამიტზე მომზადდა და რომელშიც საქართველოს პროგრესი დეტალურად აისახა.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამიტის ფარგლებში ტარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ეს მაღალი ხარისხისა და მნიშვნელობის ღონისძიებაა, თავისთავად, ხაზს უსვამს პატრნიორობის მაღალ ხარისხსა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის იმ ეტაპს, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით. 2011 წლის შემდეგ ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია მიღებული არ ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ, ვარშავის სამიტზე ეს დეკლარაცია შედგა. დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია და ბევრ პუნქტსა და დებულებას მოიცავს. მისი მთავარი ფასი და ღირებულება, ალბათ, ბუნებრივია, იმაშია, რომ საქართველოს მიერ განცდილი პროგრესის გარდა საუბრობს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების წარმატებებზე. ნატო მადლობას გვიხდის ამ თანამშრომლობისთვის, ავღანეთში გაღებული წვლილისთვის. იქ მყოფ ჩვენს სამხედროებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ.

გარდა იმისა, რომ საუბარია ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის (SNGP) წარმატებულ განხორციელებაზე, ძალიან კონკრეტული მოცემულობები არის მასში იმის თაობაზე, თუ რა პროგრესი განიცადა ამ ურთიერთობებმა, სწორედ, ამ პაკეტის ფარგლებში ბოლო პერიოდში. არის ახალი ინიციატივებიც, რომელიც ქართულ-ამერიკული მემორანდუმის მსგავსად ემსახურება ერთადერთ ამოცანას - გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთებულია საჰაერო თავდაცვაზე, ნატოს სისტემაში საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე და საჰაერო თავდაცვის განვითარების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე. ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ქართულ-ფრანგული კონტრაქტით - ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაცილებით მრავლისმომცველი იქნება. ბუნებრივია, აქ საუბარია შავ ზღვაზე, საუბარია იმაზე, რომ საქართველო მიწვეულია სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფორმატზე, რომელიც სამიტის დასრულების შემდეგ ნატოს ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ერთად. საქართველო სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმავს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გეგმის კონკრეტულ იმპლემენტაციას.

ბუნებრივია, დოკუმენტში საუბარია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპაციაზე. რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა მისცეს ნატომ უფლება, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაარღვიოს. ასევე არის საუბარი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებების უკანონობაზე. დადებითად არის შეფასებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. დოკუმენტით ნატო აცხადებს, რომ მხარს უჭერს ამ მოლაპარაკებების წარმატებას.

რაც ყველაზე მთავარია, აქვე კონკრეტული ჩამონათვალია იმ ინსტრუმენტების, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია. ეს არის წლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, ჩვენი თანამშრომლობა ავღანეთში და შესაბამისი სამხედროების მომზადება. ეს ყველაფერი განხილულია როგორც საკმარისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ საქართველო მოამზადონ ნატოში გასაწევრიანებლად. ეს არის დეკლარაციის ძირითადი ნაწილი. დიდი იმედი მაქვს, რომ პოზიტივი და ენთუზიაზმი, რომელიც აქ არის ნაჩვენები, ადეკვატურად იქნება ასახული კომუნიკეში, რომელიც ნატომ ხვალ უნდა მიიღოს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42