გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია
პოლიტიკა - 10:31, 09 Jul, 2016     1245
საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, NATO -ს სამიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კულტურული ურთიერთობებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესპარტნიორობის გაძლიერება, საქართველოს სხვადასხვა სექტორში ბელგიური ინვესტიციების გაძლიერების გზით.

საუბარი ასევე შეეხო, ბელგიის სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა და ბელგიის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას ევროკავშირის გამოწვევებზეც იმსჯელეს. განიხილეს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები და აღინიშნა, რომ ევროკავშირში არსებული გამოწვევები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

საქართველოს დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება.

აღინიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ ძალისხმევას, საერთო მიზნის მისაღწევად ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ივლისის დასაწყისში შევიდა ძალაში და საქართველომ ოფიციალურად დაიწყო მისი განხორციელება.

საუბარი შეეხო ასევე, ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42