ცაბუტაშვილი 2 მილიონ 300 ათასი ლარის გაფლანგვაში კვლავ მთავარ ბუღალტერს თამარფხოველიშვილს ადანაშაულებს.
„მე რომ დავტოვე თანამდებობა და გადავედი გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, ქალბატონი თამარ ფხოველიშვილი ორი თვე ისევ იყო წყალმომარაგების კომპანიაში და მაგ პერიოდში ძალიან სოლიდური თანხა აქვს ისევ მოპარული და ისევ ჩემი დავალებით? ამიხსენით რა. ნაციონალური მოძრაობა და კერძოდ ირმა ნადირაშვილი ბრალს დებს ჩემს ოჯახს და მე, ფონი უნდა ალბათ წინასაარჩევნოდ შექმნას, რომ თურმე არჩილ ცაბუტაშვილს და მის ოჯახს არაფერი არასდროს არ გააჩნდა. ჯერ საქართველოშიც არ ვიყავი ჩამოსული, ვინაიდან მე უკრაინაში ვმოღვაწეობდი, მამაჩემს, ვაჟა ცაბუტაშვილს თავის პირად ანაბარზე 175 ათასი აქვს შეტანილი. ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, არაფერი არ გააჩნდათ და წყალწაღებულები არიანო. მაგათ ხომ არ ჰგონიათ თვითონ ცალ-ცალი კალოშით, რომ მოვიდნენ ჩვენც ასე ვიყავით,“- აცხადებს არჩილ ცაბუტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






