აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრობს. შაშკინი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახური ახალ რეფორმასა და რებრენდინგს ვერ გადაიტანს, რადგან ეს სამსახური თითქმის განადგურებულია.
„როდესაც ვუსმენ ჯეჯელავას, ჩნდება განცდა, რომ ის არის აცდენილი დროში, ის საუბრობს ისე, რომ ის ოთხი წელი, რაც მთავრობაში არიან, არ არსებობს და ახლა არის 2016 წელი და ის ახლა მოვიდა ახალი იდეებით. შესაძლოა, მას თავად ეს ოთხი წელი არ ახსოვს, მაგრამ მე მსურს შევახსენო საზოგადოებას და იმას, ვისაც არ ახსოვს ეს ოთხი წელი.
2012 წლის არჩევნებამდე, ყველას კარგად ახსოვს თუ რა ისტერიკა იყო მანდატურების სამსახურთან დაკავშრებით. ეს ხალხი, ვინც ახლა არის მთავრობაში და პარლამენტში, მოდიოდა ლოზუნგით, რომ უნდა გაეუქმებინათ მანდატურების სამსახური. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შიგნით შეიხედეს, თავად დარწმუნდნენ, რომ 76 პროცენტი ჩვენი მშობლების თვლიდა, რომ მანდატურების სამსახურის შემოღებით, სკოლა გახდა უსაფრთხო და მანდატურებს საზოგადოების სრული მხარდაჭერა ჰქონდათ, ამიტომაც ვერ გააუქმეს. ამ ვერგაუქმებას მოჰყვა რებრენდინგი. რაზეც ახლა ბატონი ჯეჯელავა საუბრობს.
2012 წელს მანდატურების სამსახურის პირველი რებრენდიგის მამა იყო მარგველაშვილი. რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს რებრენდინგი და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მანდანტურებს ყელსაბამი გაუკეთეს. 2013 წელს გამოჩნდა რებრენდინგის დედა, სანიკიძე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს აუცილებელია და სკოლებში მოამზადეს ჰიპნოზის ოთახები, ფული დახარჯეს იმისთვის, რომ სკოლებში ჰიპნოზის ოთახი ყოფილიყო. ასეთი ავადმყოფური იდეა რატომ უნდა მოგივიდეს თავში არ ვიცი, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო ეს იდეა დასამარდა და ამით დასრულდა რებრენდიგის დედის ინიციატივა.
ახლა გამოჩნდა რებრენდინგის ახალი მსურველი ჯეჯელავას სახით. მანდანტურების სამსახურიდან დარჩა დაახლოებით 15 პროცენტი, ეს სამსახური ისედაც არის განადგურებული, ინერციით, იმ ენერგიით რაც ჩვენ ჩავდეთ ამ სამსახურში კიდევ მოქმედებს. ახალ რეფორმებს ბუნებრივია ეს სამსახური ვერ გადაიტანს, რადგან არის სრულებით განადგურებული. არც მარგველაშვილს, არც სანიკიძეს, არც ჯეჯელავას სამწუხაროდ არ ესმით მიზეზი და მიზანი იმისა თუ რატომ იყვნენ მანდატურები სკოლებში. ეს მიზეზი და მიზანი იყო ჩვენი შვილების უსაფრთხოება. 2011 და 2012 წელს, როდესაც ჩვენ ეს სამსახური შევქმენით ბავშვის დაჭრის ან ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა არ იყო სკოლებში. 2013 წელს კი უკვე აქტიურად ფიქსირდებოდა ბავშვის ფიზიკური დაზიანებები სკოლებში.
ისინი შეთქმულებების თეორიებში არიან, მარგველაშვილი, სანიკიძე, ახლა უკვე ჯეჯელავა, როდესაც საუბრობს რომ მანდატური არის ბუ. მანდატური ბუ კი არ არის, ის არის ადამიანი, რომელიც ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მე მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის,რომ სწორედ ამ ინერციით ისინი კიდევ არიან სკოლებში და კიდევ ზრუნავენ ბაშვების უსაფრთხოებაზე და ჩვენ ავტომატურად არ მივიღეთ ის, რაც იყო 90-იან წლებში. ამ ხლახის პოლიტიკით ჩვენ ამას აუცილებლად მივიღებთ.
ერთი რებრენდინგის მამა მარგველაშვილი უკვე ვნახეთ ყელსაბამებით, მეორე სანიკიძეც ვნახეთ ჰიპნოზის ოთახებით, ახლა სავარაუდოდ ახალი მსურველი გვეყოლება თავისი იდეებით. მსურს ვთქვა, რომ დაანებონ ამ სამსახურს თავი და მიხედონ სხვა პრობლემებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






