პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს. ეკა ბესელიას განცხადებით საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის ორასამდე რეკომენდაციის გაზიარება მოხდა. მისივე თქმით ყველა რეკომენდაცია ვერ იქნებოდა გაზიარებული, ვინაიდან რიგი წინადადებები არ იყო სრულყოფილად დასაბუთებული.
„ორასამდე რეკომენდაცია იყო გაზიარებული რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა, მაგრამ ვერავის ვერ დავავალდებულებთ, რომ ავტომატურად გადმოიწეროს ყველა რეკომენდაცია. სახალხო დამცველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ყველა რეკომენდაცია კოპირებული ვერ იქნება პარლამენტის მიერ. მითუმეტეს როდესაც ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები რომ ცალკეული რეკომენდაციები როცა დავსვით კითხვები არ იყო კარგად დასაბუთებული და ამ რეკომენდაციებს ჭირდება უფრო სიღრმისეული ანალიზი. რაოდენობაში არ არის მთავარი არსი, გვინდა რომ დავინახოთ მეტი ანალიზი, მეტი შედარება, კონკრეტულად აღწერილი ფაქტები, ასე რომ პარლამენტის დადგენილების კრიტიკა არ არის სწორი“ - აცხადებს ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






