საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი USAID-ის დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 16:19, 08 Jul, 2016     442
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დირექტორს დაგლას ბოლს და ვერონიკა ლის შეხვდა. შეხვედრის მიზანი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და USAID-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება წარმოადგენდა.

ისაუბრეს USAID-ს მიერ საქართველოში მრავალწლიანი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე, ქვეყნის განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილზე და მისი მუშაობის პოზიტიურ შედეგებზე. მხარეებმა USAID-ის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება გრძელვადიანი, სოციალური ხასიათის პროცესია, რომელსაც თანამედროვე მექანიზაცია ესაჭიროება.

„იმისათვის, რომ ქვეყანაში მასიური წარმოება დაიწყოს და სოფლის მეურნეობის დარგი განვითარდეს, საჭიროა, მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით იუსტიციის სამინისტრო უკვე ახორციელებს. ამ რეფორმის გარეშე დარგის განვითარება ძალიან რთულია. დღეს, დასაქმებულთა 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს ქმნიან“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კოოპერატივების შექმნის და განვითარების აუცილებლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო, სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით ბიზნესმენთა მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მაია მელიქიძის განცხადებით, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დროულ და სამართლიან სასამართლო პროცესს. ბიზნესდავები ძალიან დიდხანს გრძელდება, რითაც ბიზნესი ზარალდება. ბიზნესს პრეტენზიები აქვს სასამართლო განხილვების ვადებთან და ეკონომიკური განათლების მიმართულებით მოსამართლეების კვალიფიკაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. დასახვეწია „მეწარმეობის შესახებ“ კანონიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42