დიმიტრი ქუმსიშვილი მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 15:59, 08 Jul, 2016     1006

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული უწყების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონი ხელმძღვანელობს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შეღავათიან საგადასახადო და სავაჭრო რეჟიმებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-მექსიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განახლებადი ენერგეტიკა, კინოწარმოება. მექსიკური მხარემ ინტერესი გამოხატა კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ, რომელიც ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებაზე, მათ შორის, მექსიკაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე მეღვინეობის სფეროში.

შეხვედრაზე მექსიკური მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ უახლოეს მომავალში, მექსიკაში დაიგეგმოს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი, რომლის დროსაც შედგება შეხვედრები მექსიკის უმაღლესი სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე მექსიკის ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42