აღსრულების ეროვნული ბიურო სოციალურ მუშაკთა 6 თვის მუშაობის ანგარიშს აქვეყნებს
პოლიტიკა - 15:29, 08 Jul, 2016     1282
2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა 3048 აქტივობა განახორციელეს გამოსახლებისა და დემონტაჟის კატეგორიის, ალიმენტის, სააუქციონო მომსახურებისა და სხვა კატეგორიის საქმეებში ჩართულობით.

სოციალურ მუშაკთა აქტიური მონაწილეობითა და მხარეებთან მედიაციის განხორციელებით, გამოსახლების კატეგორიის 169 საქმიდან 125 სააღსრულებო წარმოება მორიგებით დასრულდა. 30-მდე საქმე დასრულდა მორიგებით ალიმენტის კატეგორიაში, ხოლო 166 საქმეზე, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, იძულებითი აუქციონი არ გაიმართა.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში, სოციალური მუშაკები დაესწრნენ გამოსახლებისა და ნაგებობის დემონტაჟის 169 პროცესს, ჩართულობის მიზანს წარმოადგენდა, ადგილზე შექმნილი მძიმე სიტუაციის განმუხტვა, მხარეებს შორის მოლაპარაკებასა და მორიგებაში შუამდგომლობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და სტრესული სიტუაციის დარეგულირება.

სოციალური მუშაკების მიერ განხორციელდა არა ერთი ვიზიტი მოვალის საცხოვრებელ მისამართზე მათი სოციალური მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით. სააღსრულებო პროცესში მონაწილე სოციალურად დაუცველი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებებთან. ხდება ერთგვარი შუამდგომლობის გაწევა სხვადასხვა უწყებასთან შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. შესაბამის ორგანოებთან აქტიური კოორდინაციის შედეგად, ხშირია, გამოსახლებული ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შემთხვევები. სოციალურ მუშაკთა ჩართულობის შედეგად, 6 თვის განმავლობაში იძულებითი აღსრულების შედეგად საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა მიიღო ბინის ქირა ადგილობრივი გამგეობებისგან, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და დევნილი ოჯახების ნაწილს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან საცხოვრებელი ფართები გადაეცათ საკუთრებაში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაკები 2016 წლის იანვრიდან მუშაობენ. მათი სააღსრულებო წარმოებაში ჩართვის მიზანია, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში დანერგოს, განავითაროს და განახორციელოს მოქნილი სოციალური პოლიტიკა, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას.

აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკი საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახდენს მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზებას, კონსულტაციას, თანამშრომლობასა და შუამდგომლობას შესაბამის უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42