მსოფლიო ლიდერები ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც ნატო-ს სამიტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ მონაწილეებს ალიანსის გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავენ. სამიტს საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება.
ვარშავაში იმყოფება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერიც. ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა ნატო-ს სამიტისადმი დეკლარაციაზე, რომელსაც ხელს აწერენ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
“ეს არის დიდი სტიმული თავად ნატო-სთვის, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მათთვისაც ეს არის სტაბილურობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე. როგორც მახსოვს, ეს არის პირველი ასეთი დეკლარაცია. ჩვენ დეკლარაციას ექვსი თვე ვამზადებით, მიხარია, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ამ საკითხზე და ასეთი ერთიანები წარვსდექით ნატო-ს წინაშე. დღეს საქართველო წარსდგა გაერთიანებული ნატო-ს წინაშე ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






