საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მექსიკის სენატორთა დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 14:57, 08 Jul, 2016     468

2016 წლის 8 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლებთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გაბრიელა კუევას ბარონთან (ეროვნული ქმედების პარტია - PAN), ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ისმაელ ერნანდეს დერასთან (ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია - PRI) და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ხუან ხერარდო ფლორეს რამირესთან (მწვანეთა პარტია - PVE). შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების ელჩი, მარტა ბარსენა კოკი.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები. განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობა.
მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42