"პრეზიდენტმა ნამდვილად სახელმწიფოებრივი არჩევანი გააკეთა"- გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 13:15, 08 Jul, 2016     3167
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ამაბლეის თბილისში გამართული სესია შეაფასა, რომლის ფარგლებშიც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყნის ინტერესები, ვიწროპარტიული ინტერესებით შეეცვალა.

„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა. ჩვენ მივიღეთ თბილისის დეკლარაცია, სადაც საქართველოში კომფლიქტის შესახებ მნიშვენლოვანი ჩანაწერებია.

საქართველოს ამ ასამბლეაზე შანსი ჰქონდა კიდევ უფრო მყარი პოზიციები ჰქონოდა და აქტიურად ეწარმოებინა თავისი პოლიტიკა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით, დევნილთა დაბრუნებისა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის; შანსები იმის, რომ საქართველოს წარმომადგენელი ეუთოს პრეზიდენტი გამხდარიყო, ძალიან მაღალი იყო, ამაზე ის რეაქციები და გააფთრებული ბრძოლა მეტყველებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ წარიმართა. ეს საკმაოდ დასანანი ფაქტია. ისე გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რათა რუსეთს თავისი მიზნისთვის მიეღწია.

ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანი ფაქტია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. დაიკარგება შესაძლებლობები, რომლითაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი გავლენა ექნებოდა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავდა და არა კონკრეტულად გიგი წერეთლის.

არ შემიძლია არ ავღნიშნო საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ნამდვილად სახელმწიფოებრივი არჩევანი გააკეთა.

მე ვრჩები ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარედ"- განაცხადა წერეთელმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42