სახალხო დამცველი პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 13:08, 08 Jul, 2016     1233
სახალხო დამცველი პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს აკრიტიკებს. უჩა ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მის მიერ ანგარიშში შესული რეკომენდაციები გააცნო, რომლებიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გახმაურებულ და საზოგადოებისთვის ცნობილ საკითხებზე, რომელთა შესახებ მის ანგარიშში იყო საუბარი. ომბუდსმენის თქმით, ამ რეკომენდაციების შესახებ პარლამენტმა არ ასახა საკუთარ დადგენილებაში.

„არ არის ასევე გაზიარებული რეკომენდაციები, რომელიც ეხება სიძულვილით ან შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებებზე, გამოძიების პროცესის დასრულებას და ასეთი არაერთი საქმე იყო ბოლო წლების განმავლობაში, ისევე, როგორც არ არის გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაცია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კიდევ რამდენიმე გახმაურებულ საქმეს გამოყოფს სახალხო დამცველი, რომელთა შესახებაც რეკომენდაციები არ მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში და ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

„დადგენილებაში არ ასახულა რეკომენდაცია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტებზე, ეფექტიანი გამოძიების წარმართვის უმოკლეს ვადებში დამნაშავე პირთა გამოვლენისა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თაობაზე. ასევე, არ არის დადგენილებაში ნათქვამი ჩვენი რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს სხვადახვა რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისებისა და წევრების, მათ შორის პარლამენტარების მიმართ ძალადობის შესახებ ეფექტურ გამოძიებაზე“, - აღნინა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენი ასევე შეეხო ე.წ. ოდეერების უკანონო საქმიანობასა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42