"თამარისნაირი რომ მყავდეს ავშენდები"- სანიკიძე კვლავ განათლების სამინისტროში ბრუნდება
პოლიტიკა - 12:04, 08 Jul, 2016     11430

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, დიდი ალბათობით, განათლების ხარისხის განვითაარების ეროვნულ ცენტრს ჩაიბარებს. როგორც ჟურნალისტებს განათლების ახალმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯლავამ განუცხადა, სანიკიძესთან მოლაპრაკებები ორ თანამდებობაზე მიმდინაროებს და ყოფილმა მინისტრმა არჩევანი განათლების ხასრისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობებს შორის უნდა გააკეთოს.

,,პრემიერმა თავიდანვე თქვა და ჩვენ ვცდილობთ ქალბატონი თამარი სისტემაში დავტოვოთ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება. რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური სადაც მისი წონა და გამოცდილება მჭირდება. ერთი არის საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა, ფულის საკითხი რომ მიჭირს სწორედ ეს მიმართულებაა, იქ რომ თამარისნაირი მყავდეს, ძალიან მაგარი იქნება, ავშენდები, მე სხვა რამეებზე დავკონცენტრირდებოდი. მეორეა ხარისხის გაანვითარეება და ინტერნაციონალიზაცია. ესეც კრიტიკული ადგილია. რომელს აარჩევს თამარი უახლოეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი”, – განაცხადა მინისტრმა.

იმ შემთხვევაში თუ თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჩაიბარებს, რა ბედი ეწევა მის ახლანდელ ხელმძღვანელს გიორგი შარვაშიძეს? – EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ შარვაშიძე ამ თანამდებობას უბრალოდ აქამდე ითავსებდა და დარჩება მინისტრის მოადგილედ. ჯეჯელავამ სამინისტროში ადმინისტრაციული კადრების ნაკლებობაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,გიორგი შარვაშიძე ითავსებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას და აღარ შეითავსებს. ასევე ქეთი ნატრიაშვილი, გარდა იმისა, რომ არის მინისტრის მოადგილე, ითავსებს ინფრასტრუქტურის განვითარების სსიპ–ის ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, არც ადმინისტრაციის უფროსი მყავს, ამიტომ ყველაფრის გაკეთება მარტოს, დამოუკიდებლად მიწევს,” – აღნიშნა მინისტრმა.

წყარო edu.aris.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42