მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა
პოლიტიკა - 18:01, 07 Jul, 2016     2973

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები, შესაძლებლობა ეძლევათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სამინიტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ იაშაღაშვილმა მიაწოდა.

„ამ პროგრამით დავეხმარებით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში წლების წინ ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგრამ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ ამ ქონებას. ამ ეტაპისთვის, დანართით განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. ამ მომენტისთვის საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე და ეს სია კიდევ გაიზრდება“ - აღნიშნა ოთარ იაშაღაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს არის ამ ეტაპზე შერჩეული ის მუნიციპალიტეტები, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, იგეგმება აღნიშნული სიის განახლება იმ მაღალმთიანი დასახლებების მიხედვით, სადაც ეტაპობრივად დამტკიცდება განაშენიანების რეგულირების გეგმა.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისაღებად, დადგენილებით განსაზღვრული მაღალმთიანი რეგიონის კონკრეტულ სოფელში მცხოვრები დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და წარუდგენს იმ დოკუმენტაციას, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული და გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებით.

განაცხადის შეტანის შემდეგ მოწვეული იქნება დასახლების საერთო კრება, რომელმაც უნდა დაადასტუროს დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობა, ამის შემდეგ მოხდება შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და უკვე საბოლოოდ განხორციელდება დაინტერესებული პირისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მთაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ხშირად მიწასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მათ მიეცემათ საშუალება, გახდნენ მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელები, მოაქციონ საკუთარი ქონება სამოქალაქო ბრუნვაში და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა“ - განაცხადა იაშაღაშვილმა.

მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით - ერთი ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში საფასური შეადგენს ფიზიკური პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42