მანამდე ხაჯიმბამ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მომხდარი არეულობის ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ რეფერენდუმის ჩაშლას, რომლითაც ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა განისაზღვროს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა ე.წ. შსს-ის შენობის შტურმით აღება სცადეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა იმ დრომდე, ვიდრე პროკურატურა ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების საქმის გამოძიებას არ დაასრულებს.
ოპოზიცია ძიაშპას გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვა. ამავდროულად , აქციის მონაწილები დაგეგმილ რეფრენდუმში მათო უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






