ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა - საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ცესკოს მიმართავს
პოლიტიკა - 11:35, 07 Jul, 2016     1309

საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რიმა ბერაძის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

საიაში მიიჩნევენ, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძისა და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

"მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: სწრაფად, ეფექტურად და სრულყოფილად შეისწავლონ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს: მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მუნიციპალიტეტის, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მანდატის ფარგლებში საკუთარ საქმიანობას;

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისაგან, რომლებიც ეჭვის ქვეშ დააყენებს მათი მოქმედებების კანონთან შესაბამისობას, რაც თავის მხრივ, უარყოფით გავლენას მოახდენს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე"- აღნიშნულია განცხადებაში.

საიას ვრცელი განცხადება ნახეთ აქ:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42