"კერიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის"- დოლიძე
პოლიტიკა - 11:20, 07 Jul, 2016     1377
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ, დეპუტატ ვიქტორ დოლიძესთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა წინასაარჩევნო ვითარება გახლდათ.
‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს დეტალურად გააცნეს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ინიციატივა წინა საარჩევნო პერიოდში ქცევის კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული. განიხილეს შიდაპოლიტიკურ ვითარება, რეფორმები, დემოკრატია და ის ვითარება, რომელიც ამ კუთხით არსებობს. საუბარი შეეხო მედია პლურალიზმს. ‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ჯონ კერის განუმარტეს მედიაში არსებული სიტუაცია არამხოლოდ ‘’რუსთავი 2’’- თან მიმართებაში არამედ სხვა ტელევიზიებში არსებული მდგომარეობაც. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა ჯონ კერის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ მედია გარემო იყოს თავისუფალი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები. ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობაზე. განიხილეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რათა მოხდეს პროცესების დაჩქარება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ე.წ. კაბელების საქმესაც და სასამართლოში არსებულ ვითარებას. როგორც ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და ჯონ კერის მთავარი მოწოდება იყო რომ ყველა პარტია დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და პროცესები აღიქვას საერთო პრიზმაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები.
„ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატოს სამიტზე და რა თქმა უნდა ნატოს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა საქართველო გახდეს რეალურად დემოკრატიული. დეტალურად განვიხილეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლების საკითხი. განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესები და ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა კერიმ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მედიის მხარდამჭერი და მას აქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული მედია,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“კერიმ ერთხელ უკვე ხასგასმით განაცხადა უკვე, რომ არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის და დღესაც ძალიან დიდი დრო დაეთმო ჩვენს საუბარს არჩევნების თაობაზე. ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს პასუხისმგებელი სამართლიანი, სწორი ევროპული არჩევნების ჩატარებაზე, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. სწორედ ეს წერია საარჩევნო, პარტიების ქცევის კოდექსში, რომელიც "თავისუფალმა დემოკრატებმა" გავაცანით კერის, რაც სახელმწიფო მდივნის მიერ აღქმული იქნა ძალიან დადებითად. მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ გზით წავალთ ჩვენ, რამეთუ ეს აშშ-სთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება მომავალი ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერის მიზნით,”- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42