კერისგან იყო ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის - მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი - ირაკლი ალასანია
პოლიტიკა - 10:58, 07 Jul, 2016     1048

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრუებში შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით ჯონ კერისთან პოზიტიური, საქმიანი და ღრმა დისკუსია გაიმართა საქართველოს მომავალზე:

“ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატო–ს სამიტზე და, რა თქმა უნდა, ნატო–ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ასევე ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად, საქართველო საჭიროა, გახდეს რეალური დემოკრატია. ვისაუბრეთ არჩევნენზე, მედია თავისუფლებაზე, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე. დაფიქსირდა ძალიან ნათელი პოზიცია, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი. მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია. დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები, რაც შედგა ხელისუფლებასთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს:

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ შევთავაზეთ ქცევის კოდექსი პოლიტიკოსებს, რომელიც პარლამენტში გავიტანეთ და ეს იყო ერთ–ერთი მთავარი თემა, რომელიც განხილულ იქნა. ვისაუბრეთ მომავალზე, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, და პირდაპირ თქვა კერიმ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალის რეალიზებაში ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა განუწყვეტლივ ექნება საქართველოს. ჩვენ ერთად ამერიკის მხარდაჭერით მაგრამ პირველ რიგში ქართველებმა უკეთესი ქვეყანა შევქმნათ უკეთესი დემოკრატია ეკონომიკა და ამაში იქნება მუმდმივი მხარდაჭერა აშშ–სგან მიუხედავად იმისა, როგორ მოხდება ცვლილება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საუბარი ასევე შეეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხსა და სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებულ თემებს:

„როდესაც ძალიან პოპულარული გადაცემები მოიხსნა, გაათავისუფლეს ადამიანები, ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომ მისახედია ეს საკითხი. მისგან იყო ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის - მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი უნდა ჰქონდეს. კერიმ გვთხოვა ყველას, რომ ფოკუსირებულები არ ვიყოთ პირად საკითხებზე, კუთხურ ინტერესებზე და პირდაპირ თქვა, რომ გააკეთეთ აქცენტი საქართველოს მომავალზე და თავისი პოლიტიკური გამოცდილებაც გაგვიზიარა”, – აღნიშნა ალასანიამ.

ჯონ კერიმ საქართველო დილით დატოვა. იგი სამუშაო ვიზიტით კიევში გაემართა. საიდანაც ვარშავაში ჩავა და ნატო-ს სამიტს დაესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42