„ეს არის ლამაზი დემოკრატიული ქვეყანა, მე ჩამოვედი აქ პრეზიდენტ ობამას მესიჯით, ეს მესიჯი არის ის, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ევრო-ატლანტიკურ ასპარეზზე სვლას. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ ვართ პარტნიორები. საქართველო არის მესამე უდიდესი ძალა, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ავღანეთის მისიაში, წლების განლავლობაში ვიბრძვით გვერდიგვერდ ჰელმანის პროვინციაში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და და ჩვენ მადლობელი ვართ ტქვენი მხარდაჭერისთვის. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ნატო-ს მეკავშირეებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებას, აღნიშნული ასევე გაიჟღერს ვარშავის სამიტზე. საქართველოს მსოახლეობამ თავად აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატების საკუთარ ვალდებულებას გრძნობს იმაში, რომ დაეხმაროს აღნიშნული მიზნების მიღწევაში. მოხარული ვიყავი, რომ ბატონ პრემიერთან ერთად, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას, შემდგომ ნაბიჯებს შეუწყობს ხელს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ძალიან დიდი მადლობა თავდცვის დეპარტამენტის მდივანს, ბატონ კარტერს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს, რომელთა ძალისხმევითაც, აღნიშნული მემორანდუმი ხელმოწერილ იქნა. ამერიკის შეერთებული შტატები მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, რუსული ოკუპაციის, მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თავლსაზრისით მიუღებელია და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებიდან და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას“, - განაცხადა კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






