როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ნატოს ვარშავის სამიტზეც და მომავალშიც, ამერიკის შეერთებული შტატები გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. ეს არის ნატოს ვარშავის სამიტის წინ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მხარდაჭერის ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით,
ამერიკის შეერთებულ შტატებს სწამს საქართველოსთან პარტნიორობის, ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, არსად წასულა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ტყუილად ნუ იოცნებებს ნურავინ, რომ ის მიატოვებს ამ ქვეყანას, მიატოვებს ამ რეგიონს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






