4 წლის განმავლობაში ვერ გამოვიყენეთ ის პოზიტიური პოტენციალი, რაც აშშ-სთან ურთიერთობაში გვაქვს- ხოშტარია
პოლიტიკა - 14:46, 06 Jul, 2016     1880
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს. ხოშტარიას თქმით საქართველოს ხელისუფლებამ არასათანადოდ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა უფრო მეტად გაეღრმავებინა აშშ-სთან ურთიერთობა:

„სამწუხაროდ, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა იყო მიმართული არა კონკრეტული შედეგების მიღწევაზე, არამედ ოპოზიციის დისკრედიტაციაზე. ჩვენ დიდი რესურსი დავხარჯეთ იმაზე, რომ მათ კრიტიკას ვპასუხობდით არადიპლომატიურად. იგივე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რუსთავი 2-ის გამო ჩვენ ამერიკა გვესაუბრება, რომ ქვეყანამ შეიძლება ქვეყანამ რაღაცა ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვერ გამოვიყენეთ ის პოზიტიური პოტენციალი, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობაში გვაქვს. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმისა, თუ როგორ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს ყველა ამ მიმართულებით. იქნება ეს ნატოში ინტეგრაციის მიმართულება თუ თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა. ჩვენ ფაქტობრივად გამზადებული დავახვედრეთ გადაწყვეტილებები და ამას სჭირდებოდა მწყობრი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ახლა გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა დავდოთ შედეგები,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, საარჩევნო გარემო და მედიაპლურალიზმი ჯონ კერის შეხვედრების მნიშვნელოვანი თემები იქნება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს აშშ-დან წამოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ხოშტარიას თქმით აღნიშნულ თემებზე საუბარს თავად ენმ-ც აპირებს, როდესაც ჯონ კერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ამასთანავე საუბრის ერთ-ერთი თემა უსაფრთხოების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერაც იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42