ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფასებენ:
„იმ დროს, როდესაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია წინ, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ვარშავის სამიტი, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერის გამომხატველია, ძალიან სერიოზული პერსპექტივის მიმანიშნებელია და ბუნებრივია სწორედ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ხდება ეს შეხვედრები და ყველა იმ თემაზე იქნება საუბარი, არის ასეთი მოლოდინი, რომელიც საქართველოს, მისი ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ბუნებრივია, ის ინტერესი, რომელიც 2016 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული, ასევე იქნება, იმიტომ, რომ არის ამის მოლოდინიც. გარდა ოფიციალური პირებისა, ის ხვდება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც, ამ თემებზეც იქნება საუბარი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






