„ჩვენი ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება აშშ-სთან ყველა მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს მიმართულებები არის თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა თემები, რომლებიც უკავშირდება ხალხთაშორისო ურთიერთობებს. განათლების სფეროს, კულტურულ ურთიერთობებს. ეს არის დემოკრატიული რეფორმები აშშ-ს დახმარება საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით. ეს იქნება ყველა ის საკითხი რასაც დღეს შეხვედრაზე განვიხილავთ განსაკუთრებულად სტრატეგიული ქარტიის პლენარული სესიის ფარგლებში, რომელიც გაიმართება პრემიერ მინისტრსა და სახელმწიფო მდივანის თანათამჯდომარეობით და შეხვედრაზე გვექნება საშუალება ყველა ამ საკითხზე ვისაუბროთ, იქნება შინაარსობრივი განხილვები ყველა მიმართულებით, ველოდებით კონკრეტულ შედეგებს ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორებს შორის“-განაცხადა ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






