ოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
პოლიტიკა - 13:09, 06 Jul, 2016     1178
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. როგორც ცნობილია, ჰოლანდია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ყვავილების სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები კომპანია „ლანსის“ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც 52 ჰა-ზე სხვადასხვა ჯიშის პომიდვრის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.

ქართული დელეგაციის წევრები კომპანიის „ჰოგენდორნი“ სათაო ოფისში, სასათბურე მეურნეობის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ. უმსხვილესი კომპანია „ჰოგენდორნი“ მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სთავაზობს სასათბურე მეურნეობების ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და ექსპლუატაციის მიმართულებით სწვალების მომსახურებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია რამდენიმე წელია თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან, მზადაა საქართველოში მომსახურების არეალი გააფართოოს და მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიები შესთავაზოს ქართველ პარტნიორებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასათბურე მეურნეობების ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაში „კიუბო“ სათბურის კონსტრუქციების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და შესაბამისად, საქართველოსთვის ამ მიმართულებით ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42