ენმ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ საქმეზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:43, 06 Jul, 2016     1003
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ლევან თარხნიშვილმა და ოთარ სირაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ საქმეზე ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშითაც დადასტურებულია.

„ერთიანმა ნაციონალურმ მოძრაობამ მრავალჯერ გაასაჯაროვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის სქემა. სქემა არსებობს, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეებზე. დღეს ჩვენ გვინდა მივუბრუნდეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაგალითს, რომელიც უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით არის დადასტურებული.

პოსტზე არჩევის შემდეგ საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და მოსახლოების პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩინოსნებმა თავისი და თავის ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვას მოკიდა ხელი. ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში გამგებლის „საქმიანობის“ შედეგებია:

1. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფციული გარიგების ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად 2014-15 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 134 ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით თითქმის ორი მილიონ ლარზე. შედეგად, სერვისი შესყიდული იქნა ელექტორონული ვაჭრობის გარეშე ანუ უფრო მაღალ ფასად ვიდრე მოხდებოდა სრულყოფილი ტენდერის ჩატარებისას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებები ფორმდებობდა კომპანიებთან, რომლებსაც მსგავსი საქმიანობისარ გააჩნდა არანაირი გამოცდილება, უფრო მეტიც მონაწილეობაც კი არ აქვს მიღებული არც ერთ სახელმწიფო ტენდერში (მაგალითად 2014 წლის 16 ოქტომბერს გააფორმდა ხელშეკრულება (N15)შ.პ.ს ,,მშენებელი2006“-თან)

2. მოსახლეობის პრობლემების უგულველყოფა. იგივე ანგარიშის თანახმად 23 შემთხვევაში სამუშაო არ შესრულებულა და გამგეობა იძულებული იყო დაეწესებინა პირსაგამტეხლო. თუმცა, 20 შემთხვევაში გამგეობამ ან არ საერთოდ არ დააკისრა კომპანიას თანხის გადახდა ან გაურკვეველი ვადით გადაუვადა. შედეგად მოსახლეობა დარჩა გზის, წყლის მომარაგების, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გარეშე, ხოლო ბიუჯეტმა ხელმეორედ იზარალა 200 ათსაზე მეტი ლარით.

3. ნეპოტიზმი და ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მესურვეებმა დაარღვიეს თვითმართველობის კოდექსით დაწესებული შტატგარეშე მოსამსახურეების ზღვრული ოდენობა და 4-ჯერ გაზარდა არსებული შტატები, რითიც ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა ახლობლები, ნათესავები და ქართული ოცნების აქტივისტები.

4. თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ კანონმდებლობის დარღვევით იქირავეს თავისივე მანქანები, რითიც კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს ბიუჯეტს.

დღეს მოყვანილი ამბროლაურის მაგალითი შესაძლებელია გავავრცელოთ მთელ საქართველოზე. სწორედ ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობა და მისცეს ახალი ბიძგი ქვეყნის განვითარებას.“-განაცხადეს ენმ-ს წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42