არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა- აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის საგანგებო ბრიფინგი
პოლიტიკა - 11:29, 06 Jul, 2016     1603
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. განცხადება არჩილ ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ხაბაძე არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და მისი თქმით გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

ხაბაძემ ბრიფინგზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ, აჭარის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე ისაუბრა, მისი თქმით ის ამაყობს საკუთარი გუნდის მიღწევებით და იმით, რომ ოთხი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საქმიანობა იყო ღია და გამჭვირვალე.

გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.

"მოგესალმებით ყველას და მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც აჭარაში მმართველი გუნდის განახლებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით არის ნაკარნახევი.

მინდა მოკლედ გითხრათ ჩვენი მიღწევების შესახებ.

აჭარაში ჩვენი მმართველობის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა.

მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს:

• აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი. რეგიონული მმართველობის არც ერთ პერიოდში, მსგავსი წინსვლა ამ მიმართულებით აჭარას არ ახსოვს.

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

• აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

• განვითარდა ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით.

• სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები კი საქართველოში ყველაზე წარმატებულად სახელდება.

• გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ნაკადების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

• განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.

• მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის სოციალური მომსახურებისა და დაცვის სტანდარტი.

მე და ჩემი გუნდი ვამაყობთ ამ და სხვა მიღწევებით და ჩვენი ძალისხმევით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ხალხისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას ემსახურებოდა.

ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა.

მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო.

მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის.

მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვის, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის.

წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში"- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42