თბილისში ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია იმართება
პოლიტიკა - 11:26, 06 Jul, 2016     1240

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, ოფიციალურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა.

ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT), ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლები სწავლების დაგეგმარებაზე „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

„ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სწავლების დაგეგმვისა და მასპინძლობის ძალიან მდიდარი გამოცდილება, მაგრამ, ეს, რეალურად, არის ნატოს პირველი სწავლება, რომელიც ჩადებულია ნატოს სწავლებების გეგმაში და რომელიც პერიოდულად ჩატარდება საქართველოში. ნოემბერში ვმასპინძლობთ პირველ ასეთ სწავლებას და ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის კონფერენცია. სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ოფიცრებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გამოცდილება ნატოს ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისით. სწავლებაში ჩართულია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობა იზმირიდან და ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც განთავსებულია პოლონეთში. ქართული მხრიდან სწავლებაში მონაწილეობენ JTEC-ის ოფიცრები, გენერალური შტაბისა და ბრიგადების ოფიცრები. უკვე ცნობილია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა. დასტური გვაქვს სლოვენიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან. სწავლებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა უკრაინამ. ვფიქრობთ, ეს იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი სწავლება, რომლის დროსაც ჩვენი ოფიცრები მრავალეროვნულ გარემოში დაგეგმავენ და განახორციელებენ ნატოს ოპერაციას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ გაიმართება.

სწავლების განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ნატოსთან მეტ სიახლოვეს დაადასტურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42