სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა. დემონსტრანტები დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცის მონაწილეებმა სამინისტროს ეზოს ჭიკრარი შეამტრვიეს და უწყების წინ მდებარე მოედანზე შეიჭრნენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ძიაპშბას გადადგომამდე არ დაიშლებიან.
ოპოზიცია ძიაშპას გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვა. ამავდროულად , აქციი მონაწილები დაგეგმილ რეფრენდუმში მათო უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






